
რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში მოიყვანა და მოულოდნელ შემოწმებას ატარებს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ჩატარდება წვრთნები.
წვრთნები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ტარდება, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ.
"ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - ამბობს თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რომ რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებიან და განლაგდებიან საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებენ.