საფრანგეთი მზად არის უკრაინას 2 მილიარდი ევროთი დაეხმაროს - შმიგალი

გამოქვეყნდა:

გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, საფრანგეთი მზად არის უკრაინას 2 მილიარდი ევროთი დაეხმაროს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გააკეთა. 

როგორც უკრაინის პრემიერმა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრთან, ბრუნო ლე მაირესთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, თანხის ნაწილი უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯება. 

დენის შმიგალი და ბრუნო ლე მაირე ერთმანეთს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, ვაშინგტონში იმართება. 

12 აპრილს უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი