უკრაინული ბიზნესი ევროკომისიისგან 7,5 მლნ ევროს მიიღებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის პროგრამის "ერთიანი ბაზრის" ფარგლებში, უკრაინული ბიზნესი ევროკომისიისგან 7,5 მლნ ევროს ოდენობის მხარდაჭერას მიიღებს. 

"ევროკომისიამ უკვე გამოაცხადა ორი საგრანტო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მეწარმეების მხარდაჭერას. ინიციატივებს აქვთ საერთო სახელწოდება "ReadyForEU" და საერთო ბიუჯეტი 7,5 მილიონ ევროს მოიცავს", - წერია განცხადებაში

აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაა, 4,2 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც7 წელზე (2021 წლიდან 2027 წლამდეა გათვლილი). უკრაინა მიიღებს მონაწილეობას პროგრამის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება, ასევე მაღალი ხარისხის ევროპული სტატისტიკის შექმნა და გავრცელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი