"ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში" - კონფერენცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში," - ამ თემაზე პარტია "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით კონფერენცია და ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა გალში მცხოვრებმა ქართველებმაც მიიღეს. როგორც ისინი ჰყვებიან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ განათლების ქართულად მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. მათივე ინფორმაციით, მკაცრად არის განსაზღვრული ქართულენოვანი ლიტერატურის გავრცელებაც, რაც ქართული იდენტობის განადგურებას ისახავს მიზნად. 

"ყველა ოკუპირებულ ზონაში რუსეთის ფედერაციის მიერ, ცხინვალის რეგიონშიც, მაგრამ განსაკუთრებით გალში, წლებია არის და ბოლო პერიოდში ხარისხობრივად უარესდება ღია, ამაზრზენი, აპართეიდის ტიპის პოლიტიკა ეთნიკური ქართველების შევიწროების, ენის გამოყენების და მათი დამცირების. ჩვენ რომ არ გვყავდეს პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი, მისგან უნდა მოველოდოთ ამ საკითხზე რეალურ რეაგირებას. ჩვენ მაგალითი რომ მოვიყვანოთ ბოლო ორი გამოსვლისა ღარიბაშვილის გაეროში, ოთხოზორიას გვარსაც აღარ ახსენებენ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის," - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი