პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, დაკავებულს ბრალად დაედო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

CNN წერს, რომ ბრალდებულის მომდევო სასამართლო სხდომა შემდეგ კვირას გაიმართება. მანამდე კი ჯეკ ტეშეირა წინასწარ პატიმრობაში დარჩება. 

როგორც სასამართლოს დოკუმენტიდან ირკვევა, ტეშეირას საიდუმლო ინფორმაციის შემცველ ფაილებს 2021 წლიდან ინახავდა და მათი გავრცელება 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 

დაკავებული 2021 წლიდან ეროვნულ საჰაერო გვარდიაში აიტის პოზიციაზე მუშაობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი