სლავიანსკში, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილია რამდენიმე ადამიანი

გამოქვეყნდა:

სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 15-მდე, - ინფორმაციას დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. 

როგორც კირილენკო წერს, სავარაუდოდ, კიდევ 7 ადამიანი არის მოყოლილი ნანგრევების ქვეშ. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია 5 მაღალსართულიანი შენობა, 5 კერძო სახლი, დაზიანებულია მაღაზია, ბიზნეს ცენტრი და 3 მანქანა.

შეგახსენებთ, რომ სლოვიანსკზე სარაკეტო თავდასხმა რუსებმა დღეს, 14 აპრილს განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი