ქოლ- ცენტრების ჟურნალისტური გამოძიების ახალი ეტაპი. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ვრცელი სტატიის შემდეგ უკვე დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს. გამომძიებელი ჟურნალისტები ჯგუფის მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში მოყოლილია რამდენიმე ათეული ადამიანის ისტორია, რომლებმაც ათობით და ხშირ შემთხვევაში ასობით ათასი დოლარიც კი დაკარგეს თაღლითებთან ურთიერთობით.
ფილმში აღწერილი სქემის კვალი ჟურნალისტური გამოძიებით კვლავ დავით კეზერაშვილამდე მიდის. ბრიტანული მასალების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც გააკეთა განცხადება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს უჩნდებათ კითხვები მაღალჩინოსნების მფარველობის გარეშე ქვეყანაში მასშტაბური ქსელის არსებობის შესაძლებლობის შესახებ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი