კრემლმა შიდა ქართლში მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღა დაიწყო. ირკვევა რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები დვანში მუშაობდნენ.
სამხედროები ერთ-ერთ უბანზე წინასწარ საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებენ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური მშენებლობისთვის. ამ ფონზე კი დუმდა ოფიციალური თბილისი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადების გასავრცელებლად ემზადება, ცოტა ხნის წინ რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ ვითარების გასაცნობად, კონფლიქტის ზონის მიმდებარედ, შეუშვეს სამოქალაქო აქტივისტები.
ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო და "მთავარ არხს" მიაწოდა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა დღეს სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს და ამზადებდნენ რადიოლოკაციური მანქანის სპეცსადგომს. მისივე განცხადებით, სამუშაოები დამთავრებული არ არის.
სუს-ში "მთავარ არხს" ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უკვე საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.