
შვედეთში, პატიმარი ექიმთან ვიზიტის დროს, ციხიდან გაიქცა.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში მსჯავრდებული 17 წლის ბიჭი, ორ ნიღბიანთან ერთად მაშინ გაიქცა, როცა ციხის ბადრაგებს ის სტომატოლოგთან მიჰყავდათ.
მომხდარი ინციდენტის გამო, შვედეთმა ციხეებში კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
პირველად, მსგავსი ფაქტი თებერვალში მოხდა, როდესაც 20 წლის ახალგაზრდა, ასევე საავადმყოფოში გადაყვანისას გაიქცა.