ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობისთვის მცხეთაში იბრძოლებს. პარტია "სამართლიანობამ" პოლიტიკური გეგმების პრეზენტაცია დღეს გამართა. "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნებში სხვადასხვა ოლქებში კანდიდატებს წარადგენენ, მათ ვინაობას კი აგვისტოს შუა რიცხვებში დაასახელებენ. 

მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს გივიკოსთან ერთად ვიწყებ ამ საარჩევნო კამპანიას, - ამბობს ბესელია. 

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" 2019 წელს, საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დატოვა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი