ფინეთმა რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ფინეთმა რუსეთის საზღვარზე ღობის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო - ინფორმაციას
 Reuters ავრცელებს. 

ღობე ფოლადის ბადითაა დამზადებული და დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის, 200 კილომეტრის დაფარვა. მასზე დამონტაჟებული იქნება სათვალთვალო აღჭურვილობა.

"ფინეთ-რუსეთის საზღვარზე ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია, მაგრამ უსაფრთხოების ამ სრულიად შეცვლილ სიტუაციაში ფინეთს უნდა ჰქონდეს უფრო საიმედო და დამოუკიდებელი სასაზღვრო კონტროლი.  ფინეთი ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთის საზღვრის კონტროლზე",  -  ამბობს ფინეთის სასაზღვრო სამსახურის  გენერალი, იარი ტოლპანენი

ფინეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, აღნიშნულ მონაკვეთზე, მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის 800 მცდელობა აღკვეთეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი