დონეცკის რეგიონში ზელენსკიმ ცხრა სამხედრო ადმინისტრაციის შექმნას მოაწერა ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის ოლქში ცხრა სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.  No226/2023 ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებით, ჩამოყალიბდება ანდრიევსკის და ილინივსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაციები, ასევე დონეცკის ოლქის, კრამატორსკის ოლქის, ნოვოდონეცკისა და ოლექსანდრივსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაციები.

გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს სოფელ კრივორიზკას სამხედრო ადმინისტრაციის, გროდივისა და უდაჩნენის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციების, აგრეთვე დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის ბილოზერისა და ნოვოგროდივის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი