პრიგოჟინი ემზადება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსეთის სამხედრო მარცხი, თუ უკრაინული კონტრშეტევა წარმატებული იქნება - ISW 

გამოქვეყნდა:

"ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენ პრიგოჟინი თვლის, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება და უკვე ემზადება შექმნილი სიტუაციის გამოსაყენებლად - ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ნარკვევი 14 აპრილს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ უკრაინის მომავალი კონტრშეტევა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მარცხი.

პრიგოჟინი ქმნის საინფორმაციო პირობებს, რათა გამოიყენოს რუსეთის სამხედრო მარცხი [საკუთარი ინტერესებისთვის] დაგეგმილი უკრაინული კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში“, - თვლიან ISW-ის ანალიტიკოსები.

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ეგოისტური რუსული "ღრმა სახელმწიფო" [რომელსაც იგი განსაზღვრავს, როგორც "სახელმწიფოებრივი ელიტების საზოგადოება, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად და აქვს მჭიდრო კავშირები და საკუთარი დღის წესრიგი"] ამჟამად კრიზისშია. პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის "ღრმა სახელმწიფოს" ელიტა ომში რუსეთის წარმატების მიზანმიმართულ დივერსიაში, რადგან ისინი ცდილობენ დაიბრუნონ თავიანთი პრივილეგირებული, კომფორტული ცხოვრება.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს „შინაგანი მტრები“ უბიძგებს კრემლს „სერიოზულ დათმობებზე წავიდეს“ რაც „რუსეთის ინტერესების ღალატს“ უტოლდება, მათ შორის, შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის უკრაინაში დაბრუნებაზეც კი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი