"თავისუფლება ლაზარეს... არა რუსულ კანონს" -  კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე წარწერები წაშალეს

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება ლაზარეს... არა რუსულ კანონს" -  კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე წარწერები წაშალეს. ეს წარწერები ღობეზე გუშინ ღამით გამოჩნდა და დღეს დილით უკვე გადაშალეს. 

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის წინ 7 აპრილს მერიამ მოულოდნელად სკვერის მოწყობა დაიწყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია შემოღობა და მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირები აღმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები 21 წლის დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას უკავშირდებოდა, რომელიც ერთი კვირით ადრე დაიგეგმა და სწორედ კანცელარიასთან უნდა გამართულიყო. აქციის ლოკაცია მოგვიანებით შეიცვალა და შაბათს, 8 აპრილს ის პარლამენტთან გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი