სლავიანსკში საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 4 ადამიანს ისევ ეძებენ 

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ სლaვიანსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოასვენეს, კიდევ ოთხი ადამიანის ძებნა გრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა.

მანამდე დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 21:00 საათისთვის სლოვიანსკზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიჭრა და 8 დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დაბომბვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას“ გულისხმობს.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა 14 აპრილს დონეცკის ოლქში, ქალაქი სლავიანსკში, საცხოვრებელი უბანი S-300 რაკეტებით დაბომბეს. განადგურებულია რამდენიმე კორპუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი