BBC: ტეხასის შტატში ერთ-ერთ რძის ფერმაში აფეთქებისას 18 000 ძროხა მოკვდა

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში რძის ერთ-ერთ ოჯახურ ფერმაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად დაახლოებით 18 000 ძროხა მოკვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

South Fork Dairy-ში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.ის კლინიკაშია მოთავსებული. 

შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაწესებულებაში მდგომ მანქანაში შესაძლოა, მეთანის გაზი აალდა. პოლიციის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მიწიდან ამომავალი შავი კვამლის უზარმაზარი ნაკადი.

გამოცემის ცნობით, ეს შეერთებულ შტატებში შინაური ცხოველების მსხვერპლის გამომწვევი, ყველაზე მასშტაბური ხანძარია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი