აფეთქება იაპონიის პრემიერის სიტყვით გამოსვლისას | ეჭვმიტანილი დაკავებულია 

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა - BBC-ის ცნობით, ის საჯარო ღონისძიებიდან უვნებლად გაიყვანეს მას შემდეგ, რაც კვამლის ბომბი ესროლეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს. თვითმხილველის თქმით, მათ დაინახეს, რომ რაღაც ისროლა, რასაც მოჰყვა კვამლი, მეორემ კი თქვა, რომ აფეთქების ხმა გაიგო.

არსებული ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეჭვმიტანილს როგორ აკავებენ.  თუმცა პოლიციას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი