აშანტაჟებს თუ არა ოლიგარქის გუნდი სალომე ზურაბიშვილს - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრი ყვება, რომ პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალება გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლო წუთას კი ხელისუფლებამ მუქარის მექანიზმი აამუშავა.
ბაჩანა შენგელია ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის წინააღმდეგ 2019 წლის მარიამობას გამოცემულ შეწყალების აქტს კომპრომატად იყენებს.
"გუშინდელი დღიდან, რაც სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეწყალებაზე, თითოეულ საათზე და დღეზე, რაც ნიკა პატიმრობაში იქნება, პირადი პასუხისმგებლობა აქვს მას. იმიტომ რომ მან არაერთხელ შეპირდა ქართველ ერს, რომ ის არის ერთგული იმ 12 პუნქტის, არის ევროპული მომავლის ერთგული, მაგრამ მან ქმედებით აბსოლუტურად საპირისპირო გვითხრა და ყველა გზა მოჭრა იმისთვის, რომ პუნქტებიდან ერთ-ერთი შესრულებულიყო მისი ხელით... მას თითქოს უნდოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნიკა შეეტანა სიაში, მაგრამ "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, მას სიიდანაც ამოაღებინეს ნიკას სახელი და გვარი და ვიზიტიც გააუქმებინეს ევროპარლამენტში", - ამბობს ბაჩანა შენგელია.