"EU-ს ელჩები მწვანე შუქს მისცემენ სანქციების ახალ რეჟიმს მოლდოვას დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ" | ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები მომავალ კვირას მოლდოვას დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების დასანქცირებას "მწვანე შუქს მისცემენ".

ევროკავშირის ელჩებმა მომავალ კვირას მწვანე შუქი უნდა მისცენ სანქციების ახალ რეჟიმს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანებისა და სუბიექტების სანქცირებას, რომლებიც მოლდოვას დესტაბილიზაციას ცდილობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, დაამტკიცონ ჩარჩო [დოკუმენტი], როდესაც ისინი 24 აპრილს შეიკრიბებიან. სახელები [დოკუმენტს] მოგვიანებით დაემატება", - წერს ჟოზვიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი