"ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას... ძალიან მადლობელი ვარ" | გიული ალასანიას პასუხი ზელენსკის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას ეხმაურებიან მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები. მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც შვილი "ვივა მედში" რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ომში მყოფ პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს. 

"ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ვაფასებ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის რისთვის აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი. 

ყოველდღე სიცხე აქვს, გუშინ მაგალითად, 38-ც კი ჰქონდა. პროგნოზი რომ კეთდებოდა ორგანოების მწყობრიდან გამოსვლა, ეს ძალაშია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ეს პროცესი დაიწყოს, ამიტომ, განსაკუთრებით საჩქაროა ეს ყველაფერი, მძიმე მეტალების გამოყვანა ორგანიზმიდან",- ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაიყვანოს, ვინაიდან დრო აღარ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ეს საკითხი პოლიტიკური მდგენელისგან სრულად დაცლილი უნდა იყოს.

იხილეთ განცხადება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი