
დასავლეთ ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც მუსიკალური ჯგუფის ათობით წევრი იმყოფებოდა, გზატკეცილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა.
ავტობუსი ინდოეთის ქალაქ პუნადან მუმბაისკენ მიდიოდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთაგან უმეტესობა მუსიკალური ჯგუფის წევრი იყო.