მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის არპაღიზიანების პოლიტიკით დაკარგული სოფლები. ტერიტორიების უკანონო შემოღობვას ოკუპანტი რუსეთი აღდგომის წინა დღეებშიც აგრძელებს. ამჯერად სოფელ დვანში. სამუშაოების ამსახველი ვიდეოკადრები და ინფორმაციაც "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ'' გაავრცელა.
ადგილობრივები კი წუხან, რომ შესაძლოა სააღდგომოდ სასაფლაოზეც ვერ გავიდნენ, რადგან მათი თქმით ოკუპანტები განსაკუთრებით აქტიურდებიან რელიგიურ დღესასწაულებზე. მავთულხლართებს კი სასაფლაოებთან ახლოს ავლებენ და ამით მოსახლეობას დამატებით დაბრკოლებებს უქმნიან. გიორგი ახალკაცი და ნინო ჟიჟიაშვილი მოგვიყვებიან ერთ საათში, რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან.