
გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსი ჯაშუშები, ბუნდესვერის წარმომადგენლებსა და გერმანელ პოლიტიკოსებს Tinder-ის აპლიკაციის საშუალებით უკავშირდებიან და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.
"რუსი ჯაშუშები იწყებენ ურთიერთობას და ნიშნავენ პაემნებს პოლიტიკოსებთან და ბუნდესვერის თანამშრომლებთან Tinder-ზე, რომ მათთან მიზანმიმართულად დასამყარონ კონტაქტი ან თუ შესაძლებელია, გადაიბირონ ისინი" - აცხადებენ გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურში.
უწყების ცნობითვე, გოგოებს განსაკუთრებით აინტერესებთ ინფორმაცია გერმანიისა და უკრაინის ომის შესახებ. ცნობილია, რომ ეს პრობლემა უკვე დაისვა გერმანიაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელსაც NATO-ს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.