
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის პასუხობს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მას და ნავალნის ორი რამ აერთიანებს, რომ "ორივე, ვლადიმერ პუტინის მთავარი მტრები არიან".
"ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია, და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, 13 აპრილს, ალექსეი ნავალნიმ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს უშლის. მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, სწორი ნაბიჯი იქნება.