ბორდოში ავტომობილი ხალხში შევარდა | დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ავტომობილი ხალხში შევარდა. შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი არასანქცირებულ რბოლებში მონაწილეობდა. მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით უხვევდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ ხალხში შევარდა.

მომხდარის შემდეგ მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა ის უკვე დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი