"ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა" - გუბერნატორის ცნობით, აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ტაძარი

გამოქვეყნდა:

აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაცია საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ გაავრცელა. 

"არაფერი წმინდა, თუნდაც ქრისტეს აღდგომის ღამეს. მტერმა მასიური შეტევა დაიწყო",- დაწერა მან Facebook-ზე. 

გუბერნატორის ცნობით, კამიშევახეში დაზიანდა ადგილობრივი ტაძარი, რომელშიც ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა. გარდა ამისა, განადგურდა ახლომდებარე შენობებიც. აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის შედეგებს კვლავ ითვლიან. 

"მტერი აგრძელებს შეტევას ზაპორიჟიეს რეგიონზე, ასე რომ დაიცავით თავი და თქვენი საყვარელი ადამიანები!",- წერს მალაშკო. 

 ცნობისთვის, გუშინ ღამით რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევის ოლქზეც, სადაც მტრის  სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი მოზარდი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი