კიევის პოლიციის ცნობით, დედაქალაქში ყუმბარა აფეთქდა - დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

შაბათს საღამოს უკრაინის დედაქალაქ კიევში, დესნიანსკის რაიონში, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ კიევის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. 

„დღეს [შაბათი,15 აპრილი] საღამოს, კიევის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ მილოსლავსკას ქუჩაზე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით ქალი და კაცი დაშავებულები იპოვეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით,ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი