"მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება" - კალაძის სააღდგომო მილოცვა 

გამოქვეყნდა:

„მინდა, ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. 
მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც ხაზი გაესვა. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ,  მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა. 

- აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის სააღდგომო მილოცვაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი