
სლავიანსკიზე, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი კაცის ცხედარი ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ადგილზე ამ დრომდე აგრძელებს სამუშაოებს, რადგან არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ სამი ადამიანია მოყოლილი
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბანი ოკუპანტება სულ მცირე შვიდი S-300 რაკეტით, 14 აპრილს დაბომბეს. ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი კორპუსი თითქმის მთლიანად დაინგრა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 23 ადამიანი. დაღუპულებს შორის კი მცირეწლოვანიცაა.