დუბაიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

დუბაიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობითვე, დაღუპულთა შორის ინდოეთის ოთხი და პაკისტანის სამი მოქალაქეა.

ცეცხლი დუბაის ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, ალ-რასის რაიონში, ხუთსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

დუბაის სამოქალაქო დაცვის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შენობის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი