"ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მოტივირებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებით" - ვოიჩეხ გორეცკი

გამოქვეყნდა:

"ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მოტივირებულია მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებით" - ამბობს აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ექსპერტი, ვოიჩეხ გორეცკი.

ინტერვიუს პოლონური რადიო ავრცელებს და წერს, რომ ინტერვიუ მან PAP-ს [პოლონეთის პრესის სააგენტოს მისცა]. 

ექსპერტი ამბობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიდის რუსეთისკენ, ვაჭრობს ამ ქვეყანასთან და ეწინააღმდეგება ნებისმიერი სანქციების დაწესებას. მისი თქმით, დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის ბედმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საქართველოს მომავალზე, მათ შორის მის ევროინტეგრაციაზე.

„სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული ვითარება შესაძლოა საქართველოს მომავალზე აისახოს. თუ მას ციხეში რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს“, - თქვა აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა ვოიჩეხ გორეცკიმ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ პრაქტიკაში მისი გათავისუფლება შეუძლებელია მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე, განუცხადა PAP-ს ვოიცეხ გორეცკიმ. 

„სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ასეთი სცენარი არ იძლევა გარანტიას, რომ ის გათავისუფლდება... მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ სამი პროცესი მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ის ორ უკვე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეშიც რომ შეიწყალოს, სააკაშვილი შესაძლოა კვლავ დააკავონ და გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ამიტომ, ყველაფერი ქართული ოცნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს გორეცკი და აღნიშავს, რომ სწორედ ასეთ არგუმენტებს იყენებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგია. 

მისი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ყოფილი ლიდერის პატიმრობა მოტივირებულია მმართველი პარტიის და გამდიდრებული მილიარდერისა და პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „პოლიტიკური ანგარიშსწორებით“ - მილიარდერი და პოლიტიკოსი, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში ბიზნესით გამდიდრდა - ასე მოიხსენიებს გორეცკი ივანიშვილს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი