აქცია კანცელარიასთან - "რუსი ოლიგარქი ებრძვის სუვერენიტეტს"

გამოქვეყნდა:

"რუსი ოლიგარქი ებრძვის სუვერენიტეტს" - ამ ლოზუნგით "ლელო საქართველოსთვის" კანცელარიასთან აქციას მართავს. კონგრესმენების კიდევ ერთი მწვავე წერილის შემდეგ საპროტესტო აქცია ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ იმართება. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის არც დრო და არც ადგილი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, რომ დაიცვას ამერიკის ეროვნული ინტერესები რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისგან.

სწორედ ასე მოიხსენია ექვსმა კონგრესმენმა ივანიშვილი იმ მწვავე წერილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს. კონგრესმენები მაიკ პომპეოს საქართველოსთან დაკავშირებით წერენ და ბოლო დროს, ქვეყანაში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო, წუხილს გამოთქვამენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი