300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ- პეჩერის ლავრის ტაძარში, სააღდგომო წირვა უკრაინულ ენაზე აღევლინა

გამოქვეყნდა:

300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ -პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა.

წირვა ლავრის ვიკარის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა ავრაამმა ჩაატარა.

გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. კომენდანტის საათის გამო, მრევლს ღამის წირვაზე დასწრების უფლება იმ პირობით მისცეს, რომ დილამდე ეკლესიებში დარჩებოდნენ.

წმინდა ცეცხლი ჯერ ლუცკის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, შემდეგ კი ყველა ეკლესიაში გაავრცელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი