ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ქალი აღდგომას მავთულხლართების მიღმა, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში სრულიად მარტო, შეიარაღებული ფორმიანების პირისპირ შეხვდა - ვალია ვანიშვილს დათა პაპას საფლავზე გასვლა და მისთვის პატივის მიგება წელსაც მარტო მოუწევს. რუსი ფორმიანები მასთან ნათესავებს არ უშვებენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაკავებით იმუქრებიან.
"ზერტიდან უნდა მოვიდნენ დათას ნათესავები და არ შემოუშვეს, ვინმე მინდა მეზობელი, წამიყვანოს სასაფლაოზე, რაღაცეებს ვამზადებ, გუშინაც მომაწოდეს ქართველებმა რაღაცეები." ამბობს ვალია ბებო.
მოხუცი, ოკუპანტების ტერორის მიუხედავად, საკუთარი მეუღლის ანდერძს ასრულებს, რომელმაც დაუბარა რომ არ დატოვოს სახლი და ოკუპანტებს ყოველთვის ხმამაღლა უთხრას, რომ ხურვალეთი საქართველოა - "როგორ დავტოვო არე-მარე და წავიდე და რუსებმა იქეიფონ?" ამბობს ვალია ვანიშვილი.