
ისრაელის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მათ შორის დედაქალაქში, მთავრობის ინიცირებული სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
მოსახლეობის დიდი ნაწილი რეფორმას უკვე თითქმის 4 თვეა აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიას დააზარალებს და მთავრობის კონტროლს შეასუსტებს.
ცნობისთვის, მარტის ბოლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სადავო სასამართლო რეფორმის განხილვა მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადო, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ინიცირებული რეფორმა უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. გარდა ამისა, ზრდის მთავრობის უფლებამოსილებას მოსამართლეების შერჩევის პროცესში.