
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი, გენერალ მამუკა ყურაშვილთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანთან, გენერალ-მაიორ ზაზა გოგავასთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან.
ენმ-ის ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მისადგომებთან, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლები მოინახულეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.