ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი ამუშავდა - Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3 (OL3) ამუშავდა.

ოპერატორ კომპანია Teollisuuden Voima-ს განცხადებით, რეაქტორი ფინეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის 14%-ს  დააკმაყოფილებს და შედეგად, შესაძლებელი გახდება შვედეთიდან და ნორვეგიიდან იმპორტის შემცირება.

ახალი რეაქტორი, სულ მცირე, 60 წელი იმუშავებს.

რეაქტორის სიმძლავრე 1,6 გიგავატია და მისი მშენებლობა 2005 წელს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი