
ინდოეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პატიმრობაში მყოფ ათიქ აჰმედსა და მის ძმას პირდაპირ ეთერში ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პოლიციას სამედიცინო შემოწმების მიზნით ათიქ აჰმედი კლინიკაში გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თავი ჟურნალისტებად გაასაღეს და შემთხვევის ადგილას ასე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი პოლიციას მაშინვე ჩაბარდა, დანარჩენი ორი ეჭვმიტანილის ასაყვანად კი სამართალდამცველებს ძალის გამოყენება დასჭირდათ, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიჭრა.
საპროტესტო აქციების თავიდან აცილების მიზნით, ინდოეთის მთავრობამ საჯარო სივრცეში 4-ზე მეტი პირის შეკრება აკრძალა.
ათიქ აჰმედი 2019 წელს გატაცების ბრალდებით დააკავეს.