
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი ლისაკის ცნობით, ოკუპანტებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს.
„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა. ნიკოპოლის ეკლესიას მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა. 57 წლის კაცი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, 38 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს ის.
ლისაკის ცნობითვე, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მანქანა და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.
შეგახსენებთ, აღდგომის ღამეს რუსებმა ეკლესია ზაპოროჟიეს ოლქშიც დაბომბეს.