
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების კორპუსის მეთაური, გენერალი მიხაილ ტეპლინსკი ისევ დააბრუნეს ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე, საიდანაც ის 2023 წლის იანვარში ჩამოაქვეითეს.
დაზვერვის შეფასებით, მსგავსი ცვლილება შტაბში დაძაბულობაზე მიუთითებს.
"ტეპლინსკი, სავარაუდოდ, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუს გენერლებს შორის, რომლებსაც წოდების გამო დიდ პატივს სცემენ. მისი ბოლოდროინდელი მშფოთვარე და ცვალებადი კარიერა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გენერალურ შტაბში უკრაინის ომის მიდგომებთან დაკავშირებით დაძაბულობა და განხეთქილებაა", - ნათქვამია ყოველდღიურ ანგარიშში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ტეპლინსკის უფლებამოსილება მხოლოდ საჰაერო ძალებზე გავრცელდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ტეპლინსკი საჰაერო კორპუსს, როგორც ჯარების ელიტარულ ნაწილს, გააძლიერებს.