დატყვევებული ჯარისკაცი - მამუკა ჩხიკვაძე უკვე 1 წელი და 4 თვეა ოკუპანტებს ცხინვალის ციხეში ჰყავთ გამოკეტილი

გამოქვეყნდა:

ზუსტად ერთი წელი და 4 თვეა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე რუს ოკუპანტებს ცხინვალის ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. მიზეზი, რის გამოც უკანონოდ მოტაცებულ ჩვენს მოქალაქეს სამაგალითოდ სჯიან, ისაა რომ ოდესღაც ის ჩვენი თავდაცვის ძალებში მსახურობდა. საქართველოს ხელისუფლებას კი ამ 16 თვის განმავლობაში მის გასათავისუფლებლად ბევრი არც არაფერი გაუკეთებია.

ამ უმოქმედობით კი ამ ერთ უდანაშაულო მოქალაქესაც სწირავს და თავდაცვის ძალებში მოსამსახურე ათასობით ჯარისკაცს  მტკივნეულად ახსენებს იმას, რომ პატრიოტიზმსა და საკუთარი სამშობლოს სიყვარულის გამო დღეს საქართველოში სჯიან. 

ახლა აღდგომის დღეებში, როცა ადგილობრივები წინაპრების საფლავზე გადიან, ოკუპანტები ისევ გააქტიურდნენ. მათი მხრიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცება ძირითადად სასაფლაოდან და სალოცავებიდან ხდება.

უნდა ვახსენოთ გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილიც. ორი ადამიანი, რომლებიც დეკლარირებულად მოკლეს - ერთი ენგურზე, მეორე ცხინვალის ციხეში, მაგრამ მათ სახელს ხელისუფლება საერთოდ აღარ ახსენებს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი