
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ცენტრალური ოფისის ფასადზე გაკრული მესამე პრეზიდენტის ბანერი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და ფასადზე ახალ ბანერს სამშაბათს განათავსებენ:
"გაცნობებთ, რომ 14 აპრილს, ძლიერი ქარის გამო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერი მიხელ სააკაშვილის გამოსახულებით დაზიანდა. სამშაბათს, 18 აპრილს, ფასადზე განვათავსებთ მიხელ სააკაშვილის ახალ ბანერს." ნათქვამია ენმ-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
