უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 17 აპრილს ერაყში ჩავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ბაღდადს ეწვევა. ომის დაწყების შემდეგ ეს ერაყში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

მოსალოდნელია, რომ კულებას შეხვედრა ექნება ერაყის პრემიერმინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე ისაუბრებენ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე.

ერაყი ინარჩუნებს კარგ ეკონომიკურ კავშირებს, როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან. უკრაინაში ომთან დაკავშირებით ქვეყანას ნეიტრალური პოზიცია აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი