15 დაღუპული და 24 დაშავებული - სლავიანსკში სამაშველო სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნდა:

სლოვიანსკიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. შესაბამისად, მონაცემები საბოლოოა.

დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ცნობით, 14 აპრილს სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაშავდა 24 ადამიანი.

შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბანი ოკუპანტებმა სულ მცირე შვიდი S-300 რაკეტით, 14 აპრილს დაბომბეს. ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი კორპუსი თითქმის მთლიანად დაინგრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი