ალაბამას შტატში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა - დაღუპულია 4

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ალაბამას შტატში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

 შემთხვევა ადგილობრივი დროით შაბათს, 15 აპრილს 22:30 საათზე მოზარდის დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა.

უცნობია ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე დაკავებული არის თუ არა ის.

მომხდარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაახლა მოწოდება იარაღის კანონის გამკაცრების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი