
17 აპრილს, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე, ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.