"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაიხსენეს. პარტიის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ, საფლავები ყვავილებით შეამკეს და გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

"სხვანაირად წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია დღეს აქ არ ვყოფილიყავი, იმ ძმათა სასაფლაოზე, სადაც გმირი ბიჭები ასვენია, გმირი ბიჭები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩემი საქმიანობა, ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ იყოს გამთლიანებული, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს", - თქვა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი