რაჭა ისევ სტიქიის ეპიცენტრია - გახარია მოსახლეობასთან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რაჭის სოფლები ისევ სტიქიური უბედურების ეპიცენტრია, გარე სამყაროს მოწყვეტილ დასახლებებთან დაკავშირება მხოლოდ ავიაციის საშუალებითაა შესაძლებელი. 12 სოფელი ისევ სრულ იზოლაციაში რჩება. შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი და პროგნოზებიც არადამაიმედებელია. სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ რეგიონის ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ერთი თვე და 50 მილიონი ლარი დასჭირდება. 

რაჭაში დახურულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა და დამსვენებლები დილიდან ავიაციის დახმარებით გადმოჰყავდათ. იმის გამო, რომ მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენით ადამიანთა ევაკუაცია ხვალ, დილიდან გაგრძელდება. 

ონში კი სალიკვიდაციო შტაბის სხდომა დასრულდა, რომლსაც ვიცეპრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ და ხვალინდელ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. 

უმძიმეს ვითარებაში მყოფი ხალხის მდგომარეობის გასაცნობად მთავრობის მეთაური წყალდიდობიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩავიდა და რამდენიმე სოფელი მოინახულა. მთავრობის მეთაურმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ სექტემბრამდე აღდგენითი სამუშაოები განახლდება. 

შგახსენებთ, რომ ონში 29 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდა, რის გამოც გარე სამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია 12 სოფელი, დაზიანებულია საავტომობილო გზა და ხიდის კონსტრუქციები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი