მოსკოვში ერთ-ერთ კაფეში ხანძარი იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ერთ-ერთ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ხანძრის ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო, მოგვიანებით კი ის 600 კვადრატულამდე გაიზარდა.

ხანძრის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის დროს შენობაში ხალხი არ იმყოფებოდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი