2023 წლის დასაწყისში რუსეთის 35 რეგიონის ციხეებიდან 17 ათასი პატიმარი "გაუჩინარდა" | მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომის დროს რუსეთის 35 რეგიონის კოლონიებიდან 17 ათასი პატიმარი გაუჩინარდა, ინფორმაციას უკრაინული მედია "მედიაზონაზე" დაყრდნობით წერს. 

როგორც "მედიაზონა" წერს: "არც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა, არც პრიგოჟინმა და არც თავდაცვის სამინისტრომ არ გამოაქვეყნეს ოფიციალური მონაცემები ომისთვის აყვანილი პატიმრების რაოდენობის შესახებ. დაქირავების მასშტაბი შეიძლება შეფასდეს ციხის მოსახლეობის სტატისტიკით, მაგრამ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გარკვეული ხნით შეწყვიტა მისი გამოქვეყნება და იანვარში განაცხადა,  რომ აღარ იკლებს".

არსებული ინფორმაციით, პატიმრების უმეტესობა "გაუჩინარდა" სამარაში, ჩელიაბინსკის, კიროვის რეგიონებსა და ასევე თათარსტანში.

გამოცემამ მოიძია მონაცემები და საერთო ჯამში, 2023 წლის დასაწყისისთვის რუსეთის 35 რეგიონში 17 000-ით ნაკლები პატიმარი იყო. ამასთან, მათივე ინფორმაციით,  შეგროვებული მონაცემები არასრულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი